17 მაისი 2024,   09:47
ვრცლად
პრემიერა "თავისუფალ თეატრში" - "ჩემი უცნაური დილა", სპექტაკლს მაყურებელი 28 იანვარს იხილავს

მორიგი ექსპერიმენტი "თავისუფალი თეატრის სცენაზე" - "ჩემი უცნაური დილა" - ცნობილი ამერიკელი დრამატურგის, იუჯინ ონილის პიესა აბსტრაქტულ სამყაროზე მოგვითხრობს, სადაც ფსიქოლოგიური ძალადობა, გაუცხოებული ურთიერთობები და ემპათიის არქონა ყოველდღიურობის ნაწილია.

ერთმოქმედებიან სპექტაკლში, მოვლენებს ისიც ამძაფრებს, რომ მთავარი გმირის განცდებთან ერთად, სცენაზე დამონტაჟებული განათების ფერებიც იცვლება.

"თავისუფალი თეატრის" ე.წ. ლურჯ დარბაზში, განათებებით სათქმელის გადმოცემა რეჟისორ ირაკლი გურგენიძის ექსპერიმენტია. სპექტაკლს მაყურებელი 28 იანვარს იხილავს.

დღის ამბები