29 აგვისტო 2026,   01:30
ვრცლად
1 გოლი, 2 ასისტი - ხვიჩა კვარაცხელია კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია

ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა - ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი შოუ დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე. "ნაპოლიმ" "იუვენტუსი" დიდი ანგარიშით დაამარცხა.

შეხვედრამ გულშემატკივართა იმედები გაამართლა და ნამდვილი სანახაობაც შედგა. ხუთით ერთი - სპალეტის გუნდმა "ბებერი ქალბატონი" გაანადგურა.

ტურინულმა კლუბმა სერია A-ს მატჩში ხუთი გოლი 1993 წლის 30 მაისის შემდეგ პირველად გაუშვა. 18 ტურის შემდეგ "ნაპოლი" სატურნირო ცხრილის უპირობო ლიდერია. რაც შეეხება კვარაცხელიას ტოპ ხუთ ლიგაში, მესისთან და ნეიმართან ერთად ის მესამე ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

"იუვენტუსის" წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შედეგი ასე გამოიყურება:

1 გოლი

2 ასისტი

2 მწვავე პასი

5 დარტყმა

1 ვარდნა

4 წარმატებული დრიბგლინგი

 

 

დღის ამბები