სეზონური ვირუსების გავრცელების მაჩვენებლები პიკს აღწევს. სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად, ექიმები ეპიდემიოლოგიური ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას ელოდებიან. მიმართვიანობა გაზრდილია კლინიკებშიც.
სპეციალისტები მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, აცხადებენ, რომ მობილობის გაზრდასთან ერთად, იმატებს ინფიცირების რისკებიც.
"ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს A-ტიპის გრიპის ვირუსი. ნაწილი 2009 წლის პანდემიური H1N1 ტიპის ვირუსით არის გამოწვეული, ნაწილი 1968 წლის პანდემიური H3N2 ტიპის ვირუსით.
ნოემბრის შუა რიცხვები იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინფიცირების, გრიპისა და გრიპის მაგვარი დაავადებების მხრივ. შემდგომ პერიოდში, დეკემბერში, იანვრის დასაწყისში ეს მაჩვენებელი მცირდებოდა, თუმცა ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს შემცირება სტაბილურად გაგრძელდება. სავარაუდოდ, მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ვგულისხმობ თებერვალი-მარტი, ინფიცირების მაჩვენებელი ისევ დარჩება სეზონური-ვირუსი ინფექციების მაღალი მაჩვენებლის დონეზე," - განაცხადა იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.