მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ექიმ-ექსპერტების გამოკითხვა იგეგმება.
უფლებადამცველები დააყენებენ შუამდგომლობას, რომ მოწმეების დაკითხვა მაქსიმუმ 30 წუთი გაგრძელდეს.
ამავე დროს, მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის დედა თვლის, რომ მისი შვილი მზად არის სხდომას კლინიკიდან ონლაინ რეჟიმში ჩაერთოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ექიმებმა უნდა მიიღონ.
სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან მისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული სხდომის დაწყება თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დაგეგმილი.
"დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ დაიკითხება ბატონი კობი. დანარჩენი მოწმეები ვნახოთ, გვაქვს რამდენიმე მოწმე მონიშნული და დამოკიდებულია იმაზე რამდენი ხანი დასჭირდება ბატონი კობის დაკითხვას. თუმცა სასამართლოს წინაშე დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ მხარეებს განესაზღვროთ კონკრეტული დრო კითხვების დასმის. მას სურვილი აქვს დასწრების, თუ ექიმები მისცემენ ამის უფლებას მაშინ მოხდება მისი ეტაპირება და დაკითხვა," - განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.