საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა იწყება. იგეგმება ექიმ-ექსპერტების გამოკითხვა. უფლებადამცველებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ მოწმეების დაკითხვა მაქსიმუმ 30 წუთი გაგრძელდეს.
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პროცესზე სააკაშვილის ონლაინ დასწრება დღეს ვერ მოხერხდება.
"მას ყველა პროცესზე მოსვლის სურვილი აქვს, დისტანციურად ჩართვა არ უნდა, მაგრამ ექიმები ამის უფლებას მას არ აძლევენ. ჩართვით არ ჩაერთვება," - აცხადებს ადვოკატი.
სასამართლო განიხილავს ადვოკატების მოთხოვნას სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან მისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.