ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა იწყება. უნდა დაიკითხოს ამერიკელი ექსპერტი ჯეიმს კობი. უფლებადამცველებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ მოწმეების დაკითხვა მაქსიმუმ 30 წუთი გაგრძელდეს.
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პროცესზე სააკაშვილის ონლაინ დასწრება დღეს ვერ მოხერხდება. ყოფილი პრეზიდენტი პროცესის დაწყებამდე კლინიკაში მოინახულა დედამ. გიული ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილს ონლაინ ჩართვის სურვილი აქვს.
"მე მგონი არ აძლევენ უფლებას, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. სურვილი ჰქონდა, არ აძლევენ უფლებას," - ამბობს გიული ალასანია.
სასამართლო განიხილავს ადვოკატების მოთხოვნას სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან ან მისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.