განაჩენის მოლოდინში - მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, გიორგი ბეროზაშვილის სასამართლო პროცესზე დღეს მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.
განსხვავებული მოლოდინები აქვთ მხარეებს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ინფორმაციით, მან საკუთარი დედ-მამა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, რის შემდეგაც ძარცვის ინსცენირება გაითამაშა. სასტიკი დანაშაული ყოფილმა პოლიციელმა დაკავების დღეს აღიარა, თუმცა შემდეგ ჩვენება შეცვალა.