09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
თურქეთი ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს

თურქეთი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშებს უახლოეს მომავალში შეუერთდება.

შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ცნობით, ვაშინგტონმა და ანკარამ შეთანხმების საბოლოო ტექნიკური დეტალები უკვე შეათანხმეს და თურქეთის სამხედრო ავიაცია საბრძოლო დავალებების შესრულებას უახლოეს დღეებში დაიწყებს.

ოფიციალურმა ანკარამ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის კოლიაციაში ჩართვა ქალაქ სურუჩში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გადაწყვიტა, რომლის დროსაც 32 ადამიანი დაიღუპა.

 

 

 

 
დღის ამბები