19 მაისი 2024,   04:14
ვრცლად
ვაზისუბნის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში, საგარეჯოში მოკლული პოლიციელის პანაშვიდი მიმდინარეობს

თბილისში, ვაზისუბნის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში საგარეჯოში მოკლული პოლიციელის პანაშვიდი მიმდინარეობს. 37 წლის ოთარ ღვინაშვილი თავდამსხმელის სროლას, პროფესიული მოვaლეობის შესრულების დროს შეეწირა.

სამძიმარზე მივიდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროს დეტექტივს და პოლიციის უფროს ლეიტენანტს ხვალ მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.

დღის ამბები