20 აპრილი 2024,   10:39
ვრცლად
რა სასჯელი ემუქრება ბრალის დამტკიცების საქმეში მთავარ ექთანს, რომელსაც პროკურატურა კოვიდით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე ყალბი დოკუმენტების მომზადებას ედავება

პროკურატურამ კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრის საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს უფროს ექთანს ბრალი წარუდგინა. თეა ბეგიაშვილი საგამოძიებო უწყება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას და გამოყენებას ედავება. ექთნის მიმართ წარდგენილი ბრალი ჯარიმას, ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა ბრალდბულთა წრის გაზრდას ითხოვს. ამ მოთხოვნით დღეს აქციაც არის დაგეგმილი. გარდაცვლილის მშობელი ვარაუდობს, რომ ფატალური შედეგი ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებამ გამოიწვია. 

ბრალდებული ექთნის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს და აცხადებს რომ მან შეცდომა დოკუმენტების გაყალბების ნაწილში უნებლიეთ, ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე დაუშვა.

დღის ამბები