09 ოქტომბერი 2024,   00:15
ვრცლად
მიგრანტები უნრეთისა და ავსტრიის საზღვარზე

უნგრეთის და ავსტრიის ხელისუფლებები ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული არალეგალების ნაკადის შესაჩერებლად საზღვარზე არმიის გამოყენებას არ გამორიცხავენ.

ბოლო დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.

უნგრეთ–სერბეთის საზღვარზე პოლიციამ ემიგრანტთა აქციის დასაშლელად დღეს ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ემიგრანტებმა თითის ანაბეჭდების აღებაზე უარი განაცხადეს. მათ ჩათვალეს, რომ ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში აღარ გაუშვებდნენ.

ბოლო მონაცემით, უნგრეთის საზღვარი ბოლო ორი დღის განმავლობაში 3 ათასზე მეტმა არალეგალმა გადაკვეთა. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები