19 მაისი 2024,   11:34
ვრცლად
ამ ეტაპისთვის ვინარჩუნებთ სტაბილიზაციას, მცირედი დადებითი დინამიკით - როგორია საგარეჯოში დაჭრილი 24 წლის გიორგი კიკნაძის მდგომარეობა

მკურნალობას განაგრძობს ტრაგედიის ღამეს საგარეჯოში დაჭრილი სამი პირი. 24 წლის გიორგი კიკნაძის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. პარალელურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. იკითხებიან მოწმეები.

საგარეჯოს "ჯეო-ჰოსპიტალსის" დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის თქმით, პაციენტის ვითარება სტაბილურად მძიმეა, თუმცა შეინიშნება მცირედი დადებითი დინამიკა.

"ორის მდგომარეობა, რომელიც განაგრძობს ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობას - დამაკმაყოფილებელია დილისათვის. ხოლო ერთი პაციენტი, რომელიც რჩება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე. გართულების რისკები არის ძალიან მაღალი, თუმცა ამ ეტაპისთვის ვინარჩუნებთ სტაბილიზაციას, მცირედი დადებითი დინამიკით," - აცხადებს კლინიკის დირექტორი.

დღის ამბები