09 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
ვირჯინიის შტატში ჟურნალისტი და ოპრეტორი პირდაპირ ეთერში მოკლეს

ვირჯინიის შტატში ჟურნალისტები პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს. 24 წლის კორესპონდენტსა და 27 წლის ოპერატორს მონეტას დასახლებაში ესროლეს. სროლის ხმა პირდაპირ ეთერშიც ისმოდა.

ელისონ პარკერისა და ადამ უორდის მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გამოძიებამ უკვე დაადგინა ეჭვმიტანილის ვინაობა.

სროლას გადაურჩა რესპონდენტი, რომელთანაც ელისონ პარკერი ტურიზმის თემაზე ინტერვიუს წერდა. მომხდარის ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ გამოქვეყნდა ფოტოც, რომელზეც სავარაუდო მკვლელია ასახული.

თვითმხილველთა თქმით მათ 7 გასროლის ხმა გაიგეს. ამერიკული ტელეარხების ცნობით, პარკერი და უორდი დანიშნულები იყვნენ და დაქორწინებას აპირებდნენ.

 
დღის ამბები