08 სექტემბერი 2024,   03:37
ვრცლად
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აცხადებს, რომ რუსულ მხარეს საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის თაობაზე ქართული მხარისთვის არ მიუმართავს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აცხადებს, რომ რუსულ მხარეს საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის თაობაზე ქართული მხარისთვის არ მიუმართავს და უცნობია, რა მოლაპარაკებებზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია. ამით სააგენტო ეხმაურება სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალური დირექტორის იური ვლადიმეროვის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ სამგზავრო ტრანსპორტირება ამოქმედდება და ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, ვაცხადებთ, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ აქვს. რუსულ მხარეს არ მოუმართავს ქართული მხარისათვის," - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში. სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა "ტასს" გუშინ განუცხადა, რომ სოჭის საზღვაო ნავსადგური მოლაპარაკებებს აწარმოებს შავ ზღვაზე საქართველოსა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართულებით სამგზავრო მიმოსვლის თაობაზე.

დღის ამბები