19 მაისი 2024,   11:48
ვრცლად
დუშეთში 12 წლის ბავშვი ძაღლმა დაგლიჯა

დუშეთში, 12 წლის ბავშვი ძაღლმა დაგლიჯა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბავშვის დედა ავრცელებს. 

მისი თქმით, შემთხვევა დუშეთის კინოთეატრთან მოხდა და ასევე, აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ არაერთხელ შეემთხვათ სხვებსაც. 

„დღეს 12 წლის შვილი, დამიგლიჯა დუშეთის კინოსთან ძაღლმა, ეს მერამდენე შემთხვევა ყოფილა ამ ძაღლისგან?! იმ ფოტოს ვერ დავდებ, რეალურად როგორცაა გამოგლეჯილი.." - წერს ბავშვის დედა. 

დღის ამბები