06 თებერვალი 2023,   13:24
ვრცლად
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში ხანძარია. ცეცხლი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში, სავარაუდოდ, მთის ფერდობის ქვედა ფენაზე ხმელ ფოთლებს უკიდია. ადგილობრივების თქმით, კვამლი დღის მეორე ნახევარში შენიშნეს.

თელავის მერის წარმომადგენლის სიმონ მაისურაძის ამბობს, რომ ხანძრის ზონა საკმაოდ მიუვალ ადგილზეა და გადაადგილება მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი.

მისივე თქმით,სამაშველო სამსახურთან ერთად  ადგილობრივებიც ჩაერთვებიან ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში. ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

დღის ამბები