26 მაისი 2024,   22:03
ვრცლად
წყალი 24 საათით შეწყდება - ქუჩების ჩამონათვალი

ხვალ, 27 იანვარს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საბურთალოს რაიონში, ისაკაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას GWP ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ისაკაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში ახლით შეიცვალა 900 მეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული ქსელი, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წყლის წნევის რეგულატორები დამონტაჟდა.

"აღნიშნულ ქუჩაზე კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს 27 იანვარს დაიწყებენ და 24-საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. შედეგად ისაკაძისა და მიმდებარე ქუჩების აბონენტებს წყალმომარაგება და მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 27 იანვარს, დილის 10:00 საათიდან 28 იანვრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაჟა-ფშაველას და პეკინის გამზირის ნაწილს, ტაშკენტის, შარტავას, ზოვრეთის და გაგარინის ქუჩების ნაწილს, ისაკაძის, ონიაშვილის, ლვოვის, კანდელაკის, ბუდაპეშტის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ოდესის, ვაზისუბნის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ჰეიდარ აბაშიძის, გამრეკელის და მიმდებარე ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები