19 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამეს

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამეს.

ანგარიშის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სოციალური შემწეობების, სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტების გაზრდაზე, ასევე საზოგადოებრივ სამუშაოებში სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე.

გასულ წელს, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების ბენეფიტმა 150 ლარი შეადგინა, 2023 წლის 1 ივლისიდან აღნიშნული გასაცემელი კიდევ 50 ლარით გაიზრდება და ჯამში, 200 ლარი გახდება.

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურება 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარით განისაზღვრა. 2023 წელს კი, 70 წლამდე ასაკით პენსიონერებისთვის, პენსიის ოდენობა 295 ლარით, 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი 365 ლარით განისაზღვრა.
 

დღის ამბები