03 მაისი 2024,   01:32
ვრცლად
"ის იღებს ძალიან მცირე კალორაჟიან საკვებს, კალორაჟი არის გათვლილი იმ რაოდენობით, რომ ის არის მხოლოდ სასიცოცხლო ფუნქციების შემანარჩუნებელი - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" კლინიკური დირექტორი საუბრობს მიხეილ სააკაშვილის კვებაზე და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი მხოლოდ იღებს იმ საკვებს და ისეთი კალორაჟით რაც სასიცოცხლო ფუნქციისთვის აუცილებელია.

  ამასთან, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ კლინიკას აქვს გამოცდილება პარენტერალური კვების კვების მართვის.

"ის იღებს ძალიან მცირე რაოდენობით მცირე კალორაჟიან საკვებს. რა თქმა უნდა, რეკომენდებული იყო ამ კალორაჟის გაფართოება და მომატება. კალორაჟი არის გათვლილი იმ რაოდენობით, რომ ის არის მხოლოდ სასიცოცხლო ფუნქციების შემანარჩუნებელი. შეთავაზებული იქნა, როგორმე შეგვევსო ეს ენერგორესურსები.

მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ ექსპერტს, ქალბატონი ჯიშკარიანი- კლინიკას თურმე არ ქონია გამოცდილება პარენტერალური კვების მართვის. სასაცილოა ეს სატირალი, რომ არ იყოს, როდესაც ამას აცხადებს ფსიქიატრის სერტიფიკატის მქონე. თუ ეს ქალბატონი ჯიშკარიანისთვის არის კოსმოსური საოცრება, ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია ,"-აცხადებს ზურაბ ჩხაიძე. 

დღის ამბები