19 აპრილი 2024,   15:40
ვრცლად
69 წლის ქალს, რომელმაც ყოფით ნიადაგზე კამათის დროს 33 წლის მამაკაცი თავში ქვის ჩარტყმით მოკლა, 6 წელი მიესაჯა - გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს

6 წლიანი პატიმრობა 69 წლის ქალს, რომელმაც მეზობელს თავში ქვა ჩაარტყა, შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა - ნაფიცმა მსაჯულებმა 6 საათიანი მსჯელობის შემდეგ ვერდიქტი გამოაცხადეს.

დაპირისპირება მეზობლებს შორის სარწყავი წყლის გამო დაიწყო, ქალმა 33 წლის მამაკაცს დაზიანება მიაყენა, ოპერაციის შემდეგ, მამაკაცი გარდაიცვალა.

გამოძიება ბრალდებულს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გარდაცვლილის ახლობლები მუხლის დამძიმებას ითხოვდნენ, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

დასკვნით პროცესზე ბრალდებულმა ქალმა თქვა, რომ ქვის ჩარტყმის მომენტი საერთოდ არ ახსოვს, ახსოვს მანამდე განვითარებული მოვლენები, როცა გარდაცვლილმა მამაკაცმა მის შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დღის ამბები