02 მაისი 2024,   15:45
ვრცლად
ქუთაისში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ საგანმანათლებლო დაწესებულებები მოინახულა 

ქუთაისში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი იმყოფებოდა. სტუმრობის მიზანი საგანმანათლებლო დაწესებულებების ადგილზე გაცნობა იყო.

დეპუტატი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ეწვია კოლეჯს, უნივერსიტეტს და კერძო სკოლას. მისი განცხადებით, პარლამენტში აქტიურად იხილება სკოლებში უფასო კვების საკითხი. მსგავსი შეხვედრები სხვა რეგიონებშიც იგეგმება.

"ვეწვევით ქუთაისის პროფესიულ კოლეჯს იქაც გავეცნობით პროფესიული განათლების მიმდინარეობას ქალაქში და იმ მიღწევებს და გამოწვევებს რაც მათ აქვს.

ეს ყველაფერი ჩვენს საბოლოო ჯამში საშუალებას გვაძლევს სწორი ანალიზი და სწორი პოლიტიკა ჩამოვაყალიბოთ და საქართველოს პარლამენტში, სადაც ხდება განათლების პოლიტიკის ფორმირება მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები,"-აცხადებს გიორგი ამილახვარი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე.

დღის ამბები