03 მაისი 2024,   01:44
ვრცლად
ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომ მაშინ როდესაც ბიზნესი არის დეფორმირებული, აუცილებელია ხელისუფლების ჩარევა, რათა ფასები დასტაბილურდეს

პრემიერის ინიციატივას, სასურსათო ფასებზე სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით ეკონომისტები დადებითად აფასებენ.

ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომ მაშინ როდესაც ბიზნესი არის დეფორმირებული, აუცილებელია ხელისუფლების ჩარევა, რათა ფასები დასტაბილურდეს.

"მე მთლიანად გამართლებულად მიმაჩნია დღეს ამის განაცხადი მთავრობის მხრიდან, რომ მოხდეს ბაზრის დარეგულირება, ბუნებრივია მთავრობის ჩარევით და ხაზი მინდა გავუსვა რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში არის ანტიმონოპოლიური სამსახური, თითქმის ყველგან, მათ შორის ყველაზე ლიბერალური ეკონომიკის ქვეყნებში. ჩვენ არაერთი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, თუ როგორ მომხდარა ცალკეული მონოპოლიური ჯგუფებისთვის აქტივების გაყიდვა, რომ ბაზარზე კონკურენტული სივრცე შექმნილიყო," - აცხადებს ცუცქირიძე.

დღის ამბები