05 მაისი 2024,   22:45
ვრცლად
ცნობილია, სად დააკავეს ბადრი ესებუა

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, სად დააკავეს ბადრი ესებუა - ბანკის ყველაზე გახმაურებულ ძარცვაში ბრალდებული ზუგდიდის რაიონში, სოფელ ჯიხაშკარში აიყვანეს, სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. 

თავდასხმა ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის ფილიალზე 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა - რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად იყო აყვანილი 43-ი ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო.
ბადრი ესებუას დაკავების შესახებ ჯერჯერობით არაფერი იციან მისმა ოჯახმა და ადვოკატმა.

დღის ამბები