ბადრი ესებუას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა.
დაკავებული ზუგდიდიდან ქუთაისში გადაიყვანეს, ის ცოტა ხნის წინ შეიყვანეს N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ადგილზე, ჯერჯერობით, არ იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები და ახლობლები, ამ დროისათვის, არც ოფიციალური კომენტარი გაკეთებულა.
შეყვანის ფაქტს ადასტურებს მისი ადვოკატი, რომლის თქმითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 4 მუხლით აქვს წარდგენილი და მათ შორის, ერთ-ერთია ტერორიზმი.
ყველაზე გახმაურებული საქმის ფიგურანტს სამართალდამცავები, დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში ეძებდნენ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მან დატოვა ქვეყანა, თუმცა ის წუხელ ზუგდიდის რაიონში დააკავეს.
ადვოკატი ესებუას დღის მეორე ნახევარში მოინახულებს, რის შემდეგაც გაკეთდება კომენტარი მისი დაკავების დეტალებთან დაკავშირებით.