05 მაისი 2024,   14:16
ვრცლად
ადვოკატის ინფორმაციით, ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი 20 თებერვალს გაიმართება

ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი 20 თებერვალს, 15 საათზეა ჩანიშნული, ამის შესახებ ესებუას ადვოკატმა განაცხადა. სოსო ჯანაშიას თქმით, საქმეს ზუგდიდის სასამართლო განიხილავს. 

"ველაპარაკე ბრალდების მხარეს, ამ შემთხვევაში, პროკურორს. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ყოფილა დაკავებულ სოფელ ჯიხაშკარში და ამჟამად სამხარეო პოლიციის თანამშრომლებს ის გადაჰყავთ ქუთაისის N2 დაწესებულებაში. დღეს ვაპირებ მისვლას, დღის ბოლოსკენ.

დაკავების დეტალები ჩემთვის უცნობია, მანამდე არ მეცოდინება ვიდრე არ შევხვდები," - განაცხადა ჯანაშიამ. 

ძებნილი ბადრი ესებუა დღეს ჯიხაშკარში, ჯიქიების ოჯახში დააკავეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სახლში ასაკოვანი ცოლ-ქმარი და მათი 40 წლამდე შვილი ცხოვრობენ. ყველა მათგანი ზუგდიდში, დაკითხვაზე იმყოფება. 

დღის ამბები