03 მაისი 2024,   02:28
ვრცლად
თურქეთში, ნანგრევებში მოყოლილ საქართველოს 2 მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ

თურქეთში, სტიქიის ზონაში მყოფი ქართველების შესახებ ახალ სტატისტიკაზე საუბრობს საქართველოს ელჩი თურქეთში. მის განცხადებით, 100-ზე მეტი მოქალაქე ნაპოვნია, 2 კი დაღუპული.

გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, გუშინ საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე იპოვეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ოთხივე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. 

მაშველები ამ დრომდე ეძებენ 2 ადამიანს, რომლებიც ნანგრევებში არიან მოყოლილი. 

დღის ამბები