03 მაისი 2024,   02:24
ვრცლად
"ჩვენებას ალბათ მისცემს სასამართლოში" - ბადრი ესებუას ადვოკატი ხვდება

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ბრალდებულ ბადრი ესებუას ადვოკატი ხვდება. ადვოკატი იოსებ ჯანაშია #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ შევიდა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მას ესებუასთან ამ დრომდე კომუნიკაცია არ ჰქონია.

"არ მქონია მასთან კონტაქტი საერთოდ, არც სატელეფონო. მხოლოდ ოჯახთან მქონდა კონტაქტი, თავიდანვე, როცა მოხდა მისი საქმის დაწყება. ჩვენი შეხვედრა უნდა შედგეს პირველად დღეს. ჩვენებას ალბათ მისცემს სასამართლოში," - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ სხვა დამატებითი დეტალები მისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი - 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა დააკავა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები