09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
თურქეთში შეტაკებას 6 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში შეტაკებას 6 ადამიანი, მათ შორის 4 მშვიდობიანი მოქალაქე, ემსხვერპლა. ერთმანეთს ჯარისკაცები და ქურთისტანის შრომის პარტიის შეიარაღებული დაჯგუფების წევრები დაუპირისპირდნენ.

შირნაკის პროვინციაში რადიკალმა მებრძოლებმა ავტომატებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს თურქ ჯარისკაცებს, რომლებიც სამხედრო გარნიზონისკენ მიმავალ გზას იცავდნენ.

არეულობა თურქეთში უკვე თვეზე მეტია, გრძელდება. ქურთისტანის შრომის პარტიის აქტივისტები თურქეთის მიერ ერაყში შეიარაღებული ქურთების ბანაკების დაბომბვას აპროტესტებენ.

სულ შეტაკებების შედეგად 60-ზე მეტი თურქი ჯარისკაცი და 800-მდე ქურთი მებრძოლი დაიღუპა.

ამავე თემაზე
დღის ამბები