09 ოქტომბერი 2024,   00:19
ვრცლად
პირდაპირ ეთერში მოკლული ჟურნალისტის მამა ბარაკ ობამას მიმართავს

პირდაპირ ეთერში მოკლული ჟურნალისტის, ელისონ პარკერის, მამა შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიმართავს და მოუწოდებს, კანონები გაამკაცროს, რომლებიც იარაღის შეძენასა და შენახვას არეგულირებს.

ენდი პარკერის თქმით, ხელისუფლებამ უზუსტობები უნდა აღმოფხვრას და უზრუნველყოს, რომ იარაღი ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანების ხელში არ მოხვდეს.

24 წლის ელისონ პარკერი და 27 წლის ადამ უორდი ოთხშაბათს პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი მოქალაქისგან ინტერვიუს აღების დროს მოკლეს, რესპონდენტი კი დაიჭრა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდამსხმელმა, ვესტერ ლი ფლანაგანმა, თავისი საქციელი ამერიკაში არსებული რასობრივი დისკრიმინაციის უკმაყოფილებით ახსნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები