03 მაისი 2024,   05:39
ვრცლად
ჩამოშლილი და დეფორმირებული შენობები, ევაკუირებული მოსახლეობა და გათიშული კომუნიკაციები - "კურიერი" მიწისძვრით დანგრეული ადიამანიდან

რა ხდება სტიქიის ეპიცენტრში - "კურიერის" გადამღები ჯგუფი უკვე მესამე დღეა თურქეთის ქალაქ ადიამანში იმყოფება, სადაც ქართველი სამძებრო-სამაშველო ჯგუფის წევრები მუშაობენ.

როგორც "კურიერის" კორესპონდენტი, ბექა პატურაშვილი ადგილიდან იუწყება, ქალაქში უმძიმესი მდგომარეობაა, არის მასიური ნგრევა, შენობების უმეტესობა ჩამონგრეული ან დეფორმირებულია. მოსახლეობა სრულად ევაკუირებულია, ზოგი მათგანი კი მაშველებს ეხმარება.

ამასთან, ქალაქში კომუნიკაციების მუშაობის პრობლემა, გათიშულია, როგორც ელექტროენერგია, ასევე, ბუნებრივი აირი. 

ქალაქში არის კარვები გაშლილი და მოსახლეობის ნაწილს ჰუმანიტარულ ტვირთს აწვდიან. დაშავებულები კი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.

როგორც "კურიერის" ჟურნალისტი ამბობს, ქუჩაში მუდმივად ისმის ძახილის ხმა - ეძახიან ერთმანეთს, იქნებ ვინმეს ხმა გაიგონ შემთხვევით.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ქართველმა მაშველებმა თურქეთში, მიწისძვრის ზონაში, ადიამანში, ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს. შუახნის ქალმა ადიამანში ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებში 71 საათი გაატარა.

"კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა, რომელიც სტიქიის ეპიცენტრში მუშაობს, სამაშველო ოპერაციის კადრები გადაიღო. ქალის გადასარჩენად ქართველი მაშველები ოპერაციას 21 საათის განმავლობაში ატარებდნენ.

დღის ამბები