03 მაისი 2024,   03:10
ვრცლად
ომის 351 დღე - ბოლო ცნობები უკრაინიდან

ომის 351 დღე უკრაინაში - რუსების იერიშის შედეგად ჩერნიგოვის ოლქში დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი. მას შემდეგ რაც მაშველებმა ნანგრევებიდან 2 ადამიანი ამოიყვანეს, ერთი ჯერ კიდევ არ უპოვნიათ.

ხარკოვის ოლქში რუსული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი.

გაერთიანებული სამეფო გააფართოებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნას, რაც მოიცავს საზღვაო და საჰაერო წვრთნებს. ის ასევე უკრაინას დიდი მანძილის საშუალებებსაც მიაწვდის.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა და დიდი ბრიტანეთი ყველა გზას გაივლიან საერთო გამარჯვებისკენ და რომ ორი ქვეყანა "ნამდვილი მოკავშირეები" ხდებიან.

საფრანგეთმა და გერმანიამ უკრაინას დაუდასტურეს, რომ გააგრძელებენ მის დახმარებას რუსეთთან ომში გასამარჯვებლად. ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია საფრანგეთის იმედი ჰქონდეს, რომ ამ ომს მოიგებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა 8 თებერვალს პირობა დადო, რომ საფრანგეთი უკრაინას გვერდით მტკიცედ დაუდგება.

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის დახმარება გაგრძელდება, სანამ ეს საჭირო იქნება. შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის გამარჯვება არ უნდა დაუშვან, როდესაც ის შეხვდა

ზელენსკიმ საფრანგეთს და გერმანიას მოუწოდა, უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად გადასცენ მძიმე საბრძოლო ტექნიკა და თვითმფრინავები. ზელენსკის განცხადებით, რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით უფრო სწრაფად დასრულდება რუსეთის აგრესია და ევროპაში მშვიდობა დაბრუნდება.

დღის ამბები