03 მაისი 2024,   03:12
ვრცლად
"ჩვენ ვიცით ის მსხვერპლი, რაც ევროპისთვის გაიღეთ და ეს უნდა დავაფასოთ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც" - რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, ევროპარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკი გამოსვლის შემდეგ უკრაინას გამარჯვება და მშვიდობა უსურვა.

"როდესაც მსოფლიოში ფიქრობს უკრაინაზე, ისინი ფიქრობენ გმირებზე. მათი სახელები საუკუნეებს დარჩება. ყოველდღიური ბომბების მიუხედავად, თქვენი მარცვლეული კვებავს მსოფლიოს, თურქეთისა და სირიის დამანგრეველი მიწისძრვის ფონზე კი თქვენ გაგზავნეთ მათთვის დახმარება - ესაა ნამდვილი სოლიდარობა! მე ვარ ამაყი, რომ ევროპული დემოკრატიის ეს სახლი - მუდამ თქვენს გვერდით იდგა, მისი თითოეული წევრით. ჩვენ ვხვდებით, რომ იბრძვით არა მხოლოდ თქვენი, არამედ ჩვენი ღირებულებებისთვის. იმ იდეებისთვის,რომელიც აკავშირებს ჩვენს დებსა და ძმებს - ეს იდეები ჩვენ ევროპელებად გვაქცევს. რადგან უკრაინა ევროპაა და თქვენი ერის მომავალი ევროპულ კავშირშია.

ჩვენ ვიცით ის მსხვერპლი, რაც ევროპისთვის გაიღეთ და ეს უნდა დავაფასოთ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. მათ შორის იმ პოლიტიკური ნებით, რომელიც მარტივ ვაჭრობასა და გაწევრიანების უსწრაფეს პროცესს გულისხმობს. ახლა კი სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ და სწრაფად უზრუნველყონ შორი მოქმედების სისტემები და ავიაგამანადგურებლები, რაც გესაჭიროებათ გამარჯვებისთვის. ჩვენი პასუხი უნდა იყოს საფრთხის შესაბამისი, საფრთხე კი ეგზისტენციალურია. თქვენ ნამდვილად არ გჭირდებათ იმის მტკიცება,თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა. თავისუფლება გაიმარჯვებს, მშვიდობა იბატონებს, თქვენ მოიგებთ! დიდება უკრაინას,"- აცხადებს რობერტა მეცოლა.

დღის ამბები