03 მაისი 2024,   06:14
ვრცლად
ზელენსკის პირველი ვიზიტი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში - რა დაპირებები გასცეს ევროპელმა დეპუტატებმა უკრაინის დასახმარებლად

ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ომის დაწყების შემდეგ ზელენსკის პირველი ვიზიტის დროს, ევროპელმა დეპუტატებმა უკრაინელი ხალხისა და ზელენსკის მისამართით განცხადებები გააკეთეს. 

"ევროკავშირის სამიტი დღეს არაოდრინალური და გამორჩეული იქნება, რადგან პირველად ტარდება ვოლოდიმირ ზელენსკის პირადი მონაწილეობით. ჩვენ ვართ უაღრესად ერთიანები, იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე - რადგან ახლა სწორედ ამის დროა. მნიშვნელოვანია გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად - ერთის მხრივ სამხედრო, მეორეს მხრივ კი პოლიტიკური თვალსაზრისით. გვექნება შესაძლებლობა, რომ სიღრმისეულად განვიხილოთ ყველაფერი, რისი მობილიზებაც შეგვიძლია მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში. სამიტზე შევეხებით იმ ეკონომიკურ შედეგებსაც, რომლის წინაშეც ევროპა დადგა. უნდა გავგზავნოთ ნათელი მესიჯი, რომ ევროკავშირის ბაზრის დახმარების საქმეში გვსურს ერთად მოქმედება. ვისაუბრებთ მიგრაციაზეც, რაც დღეს ყველა ჩვენგანის გამოწვევაა და რასაც ევროპული კოორდინაცია და პასუხი სჭირდება,"- აცხადებს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

გერმანიის კანცლერმა კი აღნიშნა, რომ ქვეყნებს, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, საქართველოს კი ევროპული პერსპერქტივა, ეს იმის ნიშანია, რომ აღნიშნული ქვეყნები კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და სოციალური საბაზრო ეკონომიკის იდეას უნდა აკმაყოფილებდნენ მომავალში. 

"ჩვენ დღეს აქ ვიკრიბებით, რათა გამოვხატოთ სოლიდარობა და ერთიანობა უკრაინის მხარდასაჭერად. შეგვიძლია ვისაუბროთ უკრაინის პრეზიდენტთან და კიდევ ერთხელ გავუგზავნოთ ერთიანობის, სოლიდარობის სიგნალი და ვაჩვენოთ, რომ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობისა და მთლიანობის დაცვაში. ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა. ეს ბუნებრივია ნიშნავს იმას, რომ თითოეული ცალკეული ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ: კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და სოციალური საბაზრო ეკონომიკის იდეას," - აცხადებს 
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.​

ლიეტუვას პრეზიდენტის განცხადებით კი, ისინი მხარს დაუჭერენ რუსეთისთვის დამატებით სანქეიცებს, ვინაიდან, ეკონომიკაზე დიდი ზეწოლა განხორციელდეს. 

"ლიეტუვა ყოველთვის მხარს უჭერდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ მკაცრ ზომებს. მხარს ვუჭერთ დამატებით სანქციებს, იმისთვის რომ ეკონომიკაზე დიდი ზეწოლა განვახორციელოთ. დიდი იმედი მაქვს რომ რუსეთის ეკონომიკა სათანადო დარტყმას მიიღებს. მომხრე ვარ, უკრაიანას მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავები გადასცენ რადგან ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტ დროს დავკარგავთ, მით მეტი მსხვერპლი და ტანჯვა იქნება. ლიატუვას ლიმიტირებული შესაძლებლობები აქვს, თუმცა ეს ბარიერი არ გამხდარა ჩვენთვის ომის გამწვავებამდე დავხმარებოდით უკრაინას," - აღნიშნავს ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

რაც შეეხება ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის განცხადებას, მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა უკრაინის სამხედრო მხადრაჭერა მნიშვნელოვანია და ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს:

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავაჩქაროთ უკრაინის სამხედრო დახმარება. ესტონეთი მხარს უჭერს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას, თუმცა ჩვენ ასეთი ტიპის თვითმფრინავები არ გვაქვს. ასე რომ, ეს იმ დემოკრატიულმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, ვისაც შეუძლიათ. მაგრამ ჩემი თხოვნაა, ყველამ გააკეთოს ის რისი გაკეთებაც შეუძლია, რადგან დაგვიანებისთვის ფასი იზრდება. შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას აღდგენის პროცესში ,ამისთვის შეგვიძლია რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენება. ჩვენი მიზანია, რუსეთის ეკონომიკა დაზარალდეს იმისთვის რომ ომის მანქანის გამოკვება შეწყდეს,"- აცხადებს  ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი.

დღის ამბები