09 ოქტომბერი 2024,   00:19
ვრცლად
ლიბიის სანაპიროსთან ორი გემი ჩაიძირა - დაღუპულია ასობით მიგრანტი

ლიბიის სანაპიროებთან ორი გემი ჩაიძირა, რომელზეც მიგრანტები იმყოფებოდნენ. ვარაუდობენ, რომ დაღუპულია ასობით ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.  

გემებს დაახლოებით 500 მიგრანტი გადაჰყავდა. ლიბიის სანაპირო დაცვის წარმომადგენელთა ინფორმაციით, 200 ადამიანის გადარჩენა უკვე შეძლეს. მათი ნაწილი ქალაქ ზუვარას საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

დაღუპულები ძირითადად სირიელი, ბანგლადეშელი და სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებიდან არიან. 

 

 

ფოტო: არქივიდან

დღის ამბები