04 მაისი 2024,   01:23
ვრცლად
კახიძის მუსიკალურ ცენტრში კომპოზიტორთა ეროვნულ კონკურსში გამარჯვებული 7 კომპოზიცია შესრულდება

თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა და კონსერვატორიის სტუდენტური გუნდი ქართველი კომპოზიტორების ახალ ნაწარმოებებს შეასრულებენ.

საუბარია სულ 7 კომპოზიციაზე, რომლებიც კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები არიან.

ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ- კულტურულ ცენტრში ახლა კონცერტის წინა რეპეტიციები მიმდინარეობს.

კლასიკური მუსიკის საღამოებს, რომლებიც 11 თებერვალს და 18 მარტს გაიმართება, დავით მუქერია უდირიჟორებს.

დღის ამბები