29 აგვისტო 2026,   09:16
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, გიგი უგულავას დაკავება იყო კანონიერი და არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები - იუსტიციის სამინისტრო

სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, გიგი უგულავას დაკავება იყო კანონიერი და არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში. 

უწყება სარჩელზე „უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას განმარტავს, რომელიც გუშინ გამოაქვეყნა. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ სტრასბურგმა მიიჩნია, რომ უგულავას დაკავება მიზნად არ ისახავდა პოლიტიკური ცხოვრებიდან მის ჩამოშორებას. მომჩივანი 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის სექტემბრამდე ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის კანონიერების თაობაზე დაობდა. სტრასბურგმა დაადგინა, რომ 
მომჩივნის დაკავება მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის დასაბუთებულ ვარაუდს ეფუძნებოდა, რომელიც პროკურატურის მიერ მოპოვებული არაერთი მტკიცებულებით დასტურდებოდა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა თავად გიგი უგულავა. მისი ინფომრაციით, სტრასბურგმა დადგინდა კონვენციის მეხუთე მუხლის პუნქტების დარღვევა წინასწარი პატიმრობების საკითხზე და სახელმწიფოს, კომპენსაცის სახით, 10 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.

დღის ამბები