09 ოქტომბერი 2024,   00:19
ვრცლად
ავსტრიის საზღვართან მიტოვებულ მანქანაში 70 ცხედარი იპოვეს

ავსტრიის პოლიცია სატვირთო მანქანაში დაღუპული ემიგრანტების საქმეს იძიებს. პოლიციამ გზაზე მიტოვებულ სატვირთო მანქანაში გარდაცვლილი ემიგრანტები აღმოაჩინა. მიტოვებულ მანქანაში 70 ცხედარი იპოვეს. ვარაუდობენ, რომ ისინი გაიგუდნენ.

სამართალდამცველების ვარაუდით, ისინი არალეგალები არიან, რომლებიც უნგრეთიდან გერმანიაში გადასვლას ცდილობდნენ.

პოლიცია ვარაუდობს, რომ ისინი დახურულ სივრცეში ყოფნის გამო გაიგუდნენ და ტრეფიკიორებმა მანქანაც ამიტომ მიატოვეს.

მომხდარს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და ავსტრიას ტრეფიკიორების დაკავებაში დახმარებას დაჰპირდა.

 

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე, მალხაზ მეგრელიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები