09 ოქტომბერი 2024,   00:17
ვრცლად
საბერძნეთის ისტორიაში პირველად ქვეყანას ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

საბერძნეთის ისტორიაში პირველად ქვეყანას ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. პრეზიდენტმა დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ვასილიკი ტანუ, დანიშნა.

ფიცის დადების ცერემონია სასულიერო პირების თანდასწრებით პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რის შემდეგაც ახლად დანიშნული პრემიერმინისტრი მთავრობის ხელმძღვანელის რეზიდენციაში გადავიდა. მას იქ ყოფილმა პრემიერმა ალექსის ციპრასმა უმასპინძლა და უფლებამოსილება გადააბარა.

65 წლის ვასილიკი ტანუ დროებით მთავრობას ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე 3 კვირის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

 

 

 

დღის ამბები