07 მაისი 2024,   01:45
ვრცლად
ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე პატიმრობა აღარ შეეფარდა, რადგან ბანკის ყაჩაღობის საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს

"საქართველოს ბანკის" ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე პატიმრობა აღარ შეეფარდა, რადგან ბანკის ყაჩაღობის საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს. 

აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ მოკლე რეპლიკით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ბადრი ესებუამაც, რომელიც სხდომას დისტანციურად ესწრებოდა. ის წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ცნობისთვის, ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

ბადრი ესებუას წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე სსკ-ის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

 

დღის ამბები