03 მაისი 2024,   09:02
ვრცლად
ახალი მენეჯმენტისგან ველოდები მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურად დახსნას, რასაც დაგვპირდნენ - ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძე

აქციებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის წევრთა აზრი ორად არის გაყოფილი. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქუჩაში ხალხის საკმარისი რაოდენობა არ გადის და აქციებიც ეფექტიანი ვერ იქნება.

ნიკა მელიას მომხრეების განცხადებით, ამომრჩეველი არ იმსახურებს იმ არაორგანიზებულ აქციებს, რაც დღეს ხდება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე იმედოვნებს, რომ ახალი მენეჯმენტი მეტ პასუხისმგებლობას აიღებს. 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სოფიო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ახალ მენეჯმენტს ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. 

"მე ვთვლი, რომ ახალ მენეჯმენტს ბევრი აქვს გასაკეთებელი. მე ველოდები მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურად დახსნას, რასაც დაგვპირდნენ. ის, რაც დღეს ხდება ჩემთვის არასერიოზულია," - აცხადებს სოფო ჯაფარიძე. 

დღის ამბები