03 მაისი 2024,   11:55
ვრცლად
სოფელ მარტყოფში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ 1 პირს ბრალი წარუდგინა

სოფელ მარტყოფში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 9 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა.

მიღებული ჭრილობების შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 10 თებერვალს დააკავეს. დანაშაულები 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები