09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა მასშტაბური სამხედრო სწავლებები ჩაატარეს

იაპონიის მმართველობიდან გათავისუფლების 70 წლისთავთან დაკავშირებით სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა მასშტაბური სამხედრო სწავლებები ჩაატარეს.

წვრთნაში ორივე ქვეყნის 2 ათასი ჯარისკაცი, 97 ერთეული ტანკი და 42 მოიერიშე მონაწილეობდა.

მანევრების დროს პირობითი მტრის პოზიციების გასანადგურებლად საბრძოლო შეიარაღება გამოიყენეს.

წვრთნას თვალს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ადევნებდა.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სწავლებები ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციებისთვის მომზადებასაც ისახავს მიზნად.

სამხრეთ კორეის ბაზებზე ამჟამად 28 ათასი ამერიკელი ჯარისკაცია დისლოცირებული.

დღის ამბები