06 მაისი 2024,   04:57
ვრცლად
თურქეთსა და სირიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 29 000-ს გადააჭარბა 

თურქეთსა და სირიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 29 000-ს აჭარბებს, დაშავებულია ათობით ათასი ადამიანი. მხოლოდ თურქეთში მიწისძვრას 24 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი დაღუპულთა საერთო რაოდენობა 4 500-ს აჭარბებს.

თურქეთში შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კუთხით არსებული შეკითხვების საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან კონტრაქტორები. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაახლოებით 6 ათასი შენობა დაინგრა, რომელთა ნაწილი ახალი სტანდარტებით იყო აშენებული.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში კიდევ უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება. 

"გულსატკენია ამ ზიანისა და მისი ზემოქმედების ნახვა ხალხზე. ჩვენ ახლა ხანს მოვედით გარკვეული რაოდენობის მარაგით და მოუთმენლად ველით დახმარების გაგრძელებას. გადაუდებელი სერვისები მარაგები, რომელიც ჩვენთან ერთად ჩამოვიდა ტვირთის მხოლოდ ერთი ნაწილია, ხვალ უფრო მეტს გამოვაგზავნით,"-აცხადებს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

დღის ამბები