06 მაისი 2024,   06:35
ვრცლად
იტალიაში ევროპარლამენტარი ანდრეა კოცოლინო დააკავეს 

კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული საქმის გამოძიების ფარგლებში, იტალიის პოლიციამ კიდევ ერთი ევროპარლამენტარი დააკავა. როგორც გამოცემა Politico წერს, ანდრეა კოცოლინოს დაკავების ორდერი ბელგიის ხელისუფლებამ გასცა.

ევროპარლამენტარის ადვოკატის განცხადებით, დაკავებიდან რამდენიმე საათში კოცოლინო სახლში დაბრუნდა და ახლა შინა პატიმრობაშია. ბელგიური მხარე მის ექსტრადირებას ითხოვს. ევროპარლამენტმა ხუთშაბათს ანდრეა კოცოლინოს იმუნიტეტი მოუხსნა.

დღის ამბები