09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობამ 40 ადამიანი იმსხვერპლა

ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ბოლო მონაცემით, სტიქიამ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში 40 ადამიანი იმსხვერპლა.

საშიში ზონებიდან 11 ათასი ადგილობრივი მცხოვრები გაიყვანეს. დაიტბორა ჩინეთის საზღვართან მდებარე დასახლებებიც, საიდანაც 500 ამდე ჩინელი ტურისტის ევაკუაციაც გახდა საჭირო.

სტიქია ძლიერ შტორმს მოჰყვა, რომელმაც ერთი კვირის წინ იაპონიასა და ფილიპინებს გადაუარა.

დღის ამბები