06 მაისი 2024,   10:37
ვრცლად
თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად, პარტია "ლელომ" ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა პარტია "ლელომ". ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ტვირთი მეზობელ ქვეყანაში თურქეთის საელჩოსთან კოორდინაციით იგზავნება.
 
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების გაგრძელებას გეგმავს.
 
"როგორც კი გავიგეთ ამ საზარელი ტრაგედიის შესახებ, რაც თურქ ხალხს დაატყდა თავს, ჩვენ დავიწყეთ "ლელოს" რეგიონულ ოფისებში ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება და იმ ტვირთის, რომელიც პირველ რიგში სჭირდებათ იმ ადამიანებს, ვინც დარჩნენ ღია ცის ქვეშ. ჩვენ გავაგრძელებთ ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას," - აცხადებს ჯაფარიძე.
დღის ამბები