09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ავსტრიაში მიტოვებულ მანქანაში ნაპოვნი ცხედრების საქმეზე 3 ეჭვმიტანილია დაკავებული

ავსტრიის საზღვართან მიტოვებულ სატვირთო მანქანაში ნაპოვნი 70 ცხედრის საქმეზე 3 ეჭვმიტანილია დაკავებული. მათგან ერთი მანქანის მფლობელია, დანარჩენი ორი კი მძღოლი.

უნგრეთ–ავსტრიის საზღვარზე მიტოვებულ სატვირთო მანქანაში ნაპოვნი მიგრანტების ცხედრები ექსპერტიზაზე ვენაში გადაიტანეს.

მანქანა ავსტრიელმა პოლიციელებმა გზაზე გუშინ იპოვეს და იქ მყოფი ყველა ადამიანი გარდაცვლილი იყო. სავარაუდოდ, ისინი დახურულ სივრცეში დიდ ხანს იმყოფებოდნენ და გაიგუდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები