03 მაისი 2024,   05:44
ვრცლად
BBC წერს, რომ რუსულმა ძალებმა ბახმუტზე თავდასხმა გააძლიერა

რუსები ნელ-ნელა ბახმუტს იკავებენ - სტატიას ამის შესახებ დასავლური გამოცემა BBC ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, რუსულმა ძალებმა ბახმუტზე თავდასხმა გააძლიერეს, რადგან სურთ, ომის ერთი წლის თავზე მაინც დაამყარონ კონტროლი ამ ქალაქზე.

ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტის განცხადებით ბრძოლა ბახმუტისთვის, ეს არის ცალკე ომი ამ ომში.

როგორც BBC წერს, თუკი ბახმუტის დამცველები უკან დაიხევენ, ეს რუსეთს მისცემს შესაძლებლობას, დაიწყოს შეტევა დონეცკის ოლქის უფრო დიდ ქალაქებზე, როგორიცაა კრამატორსკი და სლავიანსკი.

უკრაინის 93-ე ბრიგადის კაპიტნის განცხადებით, მათ აქვთ ყველანაირი იარაღის დანაკლისი, განსაკუთრებით, კი საარტილერიო ჭურვების. თუმცა მიუხედავად რუსული აგრესიის გაძლიერებისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობისა, უკრაინული არმია მტკიცედ ინარჩუნებს პოზიციას ბახმუტში.

დღის ამბები