05 მაისი 2024,   02:53
ვრცლად
სპეცოპერაციები საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს - შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი

საქართველოს რამდენიმე ქალაქში და, მათ შორის, თბილისში, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 10-ზე მეტი რეალიზატორი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე ამბობს, რომ დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება.

"დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, რომლებთანაც წინასწარ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რაც ასახულია აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით და გამოყენებული იქნება მტკიცებულების სახით.

ღონისძიება გრძელდება დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში და დაკავებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება," - თქვა კუპატაძემ.

დღის ამბები