03 მაისი 2024,   06:27
ვრცლად
ისრაელში ადგილობრივები მთავრობის მიერ დაგეგმილ სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ

ისრაელში, ადგილობრივები მთავრობის მიერ დაგეგმილ სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ.

ქვეყნის პარლამენტის წინ, ათობით ათასი ადამიანი ლოზუნგით "არა სასამართლოს რეფორმას, გადავარჩინოთ ისრაელის დემოკრატია" შეიკრიბა.

არსებული ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეფორმა მიზნად ისახავს სასამართლოების უფლებამოსილების შეზღუდვას. ნეთანიაჰუს კრიტიკოსები აღნიშნულ გეგმას ისრაელის უზენაესი სასამართლოს დასუსტებად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ ამით ქვეყნის დემოკრატიას საფრთხე ექმნება.

დღის ამბები